გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აგრძელებს ინგუშთა სოფლების აკლების ამბებს: დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ნაწილებმა უწყვეტი საარტილერიო იერიშით იძულებით ჩაითრიეს უთანასწორო საომარ მოქმედებაში სოფლების - ეკაჟევოსა და სურხის მშვიდობიანი მოსახლეობა. კორესპონდენტი დაწვრილებით აღწერს ორდღიან დაუნდობელ სისხლისმღვრელ შეტაკებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს: მოხალისეები, როგორც სჩვეოდათ, საძარცვავად შეესივნენ მიტოვებულ ცეცხლმოკიდებულ სოფლებს - ეკაჟევოდან და სურხიდან 9 დღის განმავლობაში სუნჯისა და ბესლანის მიმართულებით უწყვეტ ჯაჭვად მიემართებოდა ნაძარცვით დატვირთული ურმების აღალი. გაზეთი ასევე აქვეყნებს ეკაჟევოელთა და სურხელთა მსხვერპლის ზუსტ რაოდენობას - ჩამონათვალში ქალები და ბავშვებიც არიან. დენიკინელებმა მხოლოდ მე-10 დღეს დატოვეს ცეცხლმოდებული, აკლებული სოფლები და ნაზრანისკენ გზა კვლავ ძარცვა-რბევით განაგრძეს.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ" – „თავისუფალი მთიელი"), №1, 1919 წლის 8 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა