1919 წლის 7 ივნისს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს 2 ივნისის N284 შუამდგომლობის პასუხად აცნობეს, რომ გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს 20 მაისის სხდომის დადგენილება დაამტკიცეს და უფლება მისცეს სპეციალური საშუალებიდან იოსებ აბულიანცისთვის 225 მანეთი გამოეწერა. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | იოსებ აბულიანცის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი