საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9736

ფაქტი 9736

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, კავკასიელ მთიელთა საკავშირო მეჯლისის დელეგაცია ეწვია პოლკოვნიკ გასკელს (ჰასკელს) და ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მას, როგორც ანტანტის სახელმწიფოთა წარმომადგენელს, გადასცა საპროტესტო წერილი, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი დენიკინის „დობროარმიის“ დანაშაულებრივი ქმედებები კავკასიის ტერიტორიაზე. მთიელთა ოთხპუნქტიან მოთხოვნებს ხელს აწერდნენ კავკასიის მთიელ ხალხთა საკავშირო მეჯლისის თავმჯდომარე აჰმედ ცალიკოვი და მდივანი აბას-აღა ეფენდიევი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9736; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .