1919 წლის 22 სწქტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ ეხმიანება აზიზ მექერის წიგნის გამოსვლას ბერნში. რეცენზიაში აღნიშნულია, რომ „რუსები ჩერქეზეთში" მაღალპოლიგრაფიული ფრანგულენოვანი გამოცემაა და იგი კავკასიისმცოდნეობის დიდი შენაძენია. მასში განხილულია კავკასიელ მთიელთა ცხოვრება რუსების გამოჩენამდე და მას შემდგომ (1760-1864 წწ). მკითხველს შეუძლია თვალი გაადევნოს, თუ სხვადასხვა კავკასიელი ტომები თავისუფლების გადასარჩენად იძულებით, ხანაც ნებაყოფლობით, როგორ ტოვებდნენ მშობლიურ ადგილებს და მათ მიწებს როგორ ეპატრონებოდნენ რუსი ახალმოსახლენი.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ "– „თავისუფალი მთიელი"), №2, 1919 წლის 22 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი (ტიფლისი)
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა