1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის მეორე სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციის მიერ გაკეთდა განცხადება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც უკვე ჩაერთო საერთაშორისო ურთიერთობებში და პროტესტს გამოთქვამს ბრესტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ, თუმანოვი.

წყარო: ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის მეთაურის აკაკი ჩხენკელის მოხსენება ტრაპიზონში თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების მიმდინარეობისა და მისი შეწყვეტის მიზეზების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი