1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის მესამე სხდომაზე ოტომანთა დელეგაციამ წარადგინა ახალი დეკლარაცია, სადაც აღნიშნავდა, რომ ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება მესამეს არ უნდა ეხებოდეს. ამასთან მოუწოდებდა ამიერკავკასიის დელეგაციას, რათა მიეღო ზომები, სხვა სახელმწიფოთა მიერ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

წყარო: ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის მეთაურის აკაკი ჩხენკელის მოხსენება ტრაპიზონში თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების მიმდინარეობისა და მისი შეწყვეტის მიზეზების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი