საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11620

ფაქტი 11620

1918 წელს განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდნენ შემდეგი პიროვნებები: 1. ანასტასია აპოლონის ასული ივანიცკი. პედაგოგი საინგილოში, თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების მსმენელი. 2. ეკატერინე იოსების ასული ანთაძე, ქუთაისის კერძო გიმნაზიის პედაგოგი, მოსკოვის ქალთა უმაღლესი კურსების კურსდამთავრებული. 3.გიორგი მეფფერტი, ვაგზლის ქალთა გიმნაზიის პედაგოგი. 4. დავით გაჩეჩილაძე , პეტროვსკის გიმნაზიის მასწავლებელი. 5. კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანია, საგურამოს სკოლის მასწავლებელი, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი. 6. ვალენტინა ნიკოლოზის ასული ტერ-ნერსესოვი, პეტროგრადის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 7. იულია აბელის ასული იაშვილი, პედაგოგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11620; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .