საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11909

ფაქტი 11909

1897 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას სიტყვით მიმართა მდივანმა კარიჭაშვილმა, რომ მადლობა უნდა გამოეცხადებინათ კავკავის სკოლის პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძესთვის, რომელიც დაესწრო თბილისში გამართულ მასწავლებელთა საერთო კრებას, სადაც მან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო მასწავლებლებს და მონაწილეობა მიიღო პედაგოგიური საკითხების გადაწყვეტაში. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს მადლობა გამოუცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11909; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .