საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12229

ფაქტი 12229

1897 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის უნდა დაბეჭდილიყო საზოგადოების დავთარი შედარებით პატარა ზომის და იმავდროულად აუცილებელი რუბრიკების დამატებით, რომ დავთარი უკვე შეადგინა და საზოგადოების ხაზინადარ პავლე ყიფიანის მოწონებაც დაიმსახურა. გამგეობამ დ. კარიჭაშვილს დაბეჭდვის თაობაზე თანხმობა განუცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12229; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .