საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12319

ფაქტი 12319

1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ მიეცათ თებერვლის ჯამაგირი. გამგეობამ თანხმობა განაცხადა, თან გააფრთხილა, რომ თუ სკოლაში დროულად არ გამოცხადდებოდა მოვალეობის შესასრულებლად, სამსახურიდან დაითხოვდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12319; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .