საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12320

ფაქტი 12320

1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძემ თხოვნით მიმართა გამგეობას, დახმარებოდნენ რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში. გამგეობამ განაცხადა, რომ ხმათა უმრავლესობით განსვენებული ჩუბინაშვილის ლექსიკონი უცვლელად დაიბეჭდებოდა, ამ გადაწყვეტილების თანახმად ყიფშიძეს უარი განუცხადეს ჩუბინაშვილის ლექსიკონის გადაკეთებაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12320; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .