საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12404

ფაქტი 12404

1898 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამგეობას მოახსენა ალექსანდრე როინაშვილის, კონსტანტინე მესხიშვილისა და გრიგოლ ტატიშვილის მოსაზრება მიხეილ საბინინის მიერ გამოგზავნილი სურათების ნიმუშების შესახებ. გამგეობამ მხატვარს სთხოვა, გამოეგზავნა სხვა კლიშეების სურათებიც, ხარჯის დასაფარად კი 20 თუმანი გაუგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12404; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .