საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1243

ფაქტი 1243

1918 წელს საგანგებო ჟიურიმ მოისმინა კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. ჟიურის წევრები იყვნენ: პროფესორები – ჩერეპნინი და აიზბერგი, კომპოზიტორი სამინსკი, პიანისტი ნიკოლაევი, დირიჟორები – სტოლერმანი და ცენოვსკი, ასევე არტისტები და თეატრის კომისარი ალექსანდრე წუწუნავა. მათ ოპერა ნამდვილ ქართულ ორიგინალურ, მხატვრულ ნაწარმოებად აღიარეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1243; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .