საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1294

ფაქტი 1294

1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა იოსებ ანტონის ძე ლომოურმა სამაზრო ერობებს საავადმყოფოების მოთხოვნილების შესაბამისად შეკითხვები დაუგზავნა და მიუთითა, რომ ევროპის მაგალითის თანახმად, ერობებმა ყოველ 15000 მცხოვრებზე 15 საწოლიანი საავადმყოფოების დაარსებისთვის უნდა იზრუნონ. გარდა ამისა, სამაზრო ცენტრში უნდა იყოს 30 საწოლიანი საავადმყოფო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1294; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .