საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13063

ფაქტი 13063

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ ახალქალაქის მაზრის სკოლას 330-მდე სასწავლო და საკითხავი წიგნი გაუგზავნა. როგორც ამავე სკოლის მასწავლებლის წერილებიდან ჩანს, სკოლას ქართული წიგნები არ ჰქონდა და იძულებული იყვნენ, ქართველი მოსწავლეებისთვის წერა-კითხვა ხელნაწერი ანბანით ესწავლებინათ. ანგარიშს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ძე ცხვედაძე, გიორგი თუმანიშვილი (თუმანოვი), თედო ჟორდანია, ივანე გამყრელიძე, იონა მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13063; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .