საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19095

ფაქტი 19095

1912 წლის 20 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მის განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს, როგორ უნდა შეცვლილიყო ურთიერთდამოკიდებულება მთავარი გამგეობის წიგნის მაღაზიასა და განყოფილებათა წიგნის მაღაზიებს შორის. ასევე წარმოადგინეს ცნობა წიგნებით ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, წიგნებით ვაჭრობა ნელი ტემპით ვითარდებოდა და მხოლოდ რამდენიმე ქალაქის განყოფილებას ჰქონდა საკუთარი წიგნის მაღაზია. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაბზეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19095; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .