საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19275

ფაქტი 19275

სერგო კაკაბაძის 1913 წლის 12 თებერვლის მოხსენების მიხედვით, სამუზეუმო ნივთების კარადის დაკეტვის დროს ვასილ კლდიაშვილს გასაღები გაუტყდა. თვითონ აპირებდა გასაღების გამოცვლას, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დააპატიმრეს, ხოლო აპრილში, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვასილ კლდიაშვილისაგან შეიტყო, რომ გასაღები ისევ გასაკეთებელი იყო და კარადა ღია. მან ვასილ კლდიაშვილსა და ლუარსაბ ბოცვაძეს უთხრა, რომ აუცილებლად გაეკეთებინათ გასაღები, თუმცა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19275; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .