საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19532

ფაქტი 19532

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად, მის სახელმძღვანელოებში შესწორების ან ცვლილების შეტანა იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ გამგეობის წევრების 3/4 იქნებოდა ცვლილების მომხრე. აქედან გამომდინარე, ეს აკადემიური შრომა გამგეობისთვის უნდა დაევალებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19532; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .