საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19562

ფაქტი 19562

1898 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომაზე ილია ბახტაძემ გამგეობას თხოვნით მიმართა, ვასილ ბეჟანეიშვილის მსგავსად, რომელიც ქუთაისში საზოგადოების წიგნებით ვაჭრობდა, მისთვისაც დაერთოთ ნება დაბა ხონში გაეყიდა წიგნები, ასევე მოითხოვა 2 თვის ვადა გამგეობისთვის გაყიდული წიგნების ანგარიშის წარსადგენად. გამგეობამ ბახტაძეს თანხმობა განუცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19562; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .