საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19856

ფაქტი 19856

1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ლუკა რაზიკაშვილმა მოითხოვა სამი თუმანი იმ ფულიდან, რომელიც გამგეობას მისთვის ყოველთვიურად უნდა მიეცა, მან გამგეობას შესთავაზა თავისი ნაშრომის, „ახუნდის“ შესყიდვაც. გამგეობამ მისი ორივე თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19856; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .