საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19924

ფაქტი 19924

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს გრიგოლ და სოლომონ თამარაშვილებმა, როგორც მიქელ თამარაშვილის მემკვიდრეებმა, რომ „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ – 35 ცალი და „პასუხად სომხის მწერლებს“ – 178 ცალი გადაეცათ საქართველოს საისტორიო საზოგადოებისთვის. გამგეობამ „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ – 35 ცალი თავისი ანგარიშით გადასცა საისტორიო საზოგადოებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19924; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .