საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21920

ფაქტი 21920

1921 წლის პირველ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წიგნის მკაზმავმა ვასილ ყიფიანმა გამგეობას ხელფასის მომატება სთხოვა. მისი თქმით, მუშების გადასახადების 100%-იან მატებასა და მასალის გაძვირებასთან ერთად მავთულით დამზადებული თითო ფორმა მანეთი გახდა, ხოლო ძაფით დამზადებული – 1.50. ასეთ პირობებში საქმის წარმოება ძნელი იყო. გამგეობამ პრეზიდიუმს ყიფიანისთვის ხელფასის მომატება დაავალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21920; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .