საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22354

ფაქტი 22354

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ნიკოლოზ სულხანიშვილის ქვრივმა, ანამ ობლებისთვის წიგნებით დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, ქვრივისთვის საზოგადოების მიერ გამოცემული 50 000 მანეთის წიგნები და რვეულები მიეცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22354; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .