საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22852

ფაქტი 22852

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ს. ბახტაძის წინადადება მაღაზიის საქმეთა მოწესრიგების თაობაზე. იგი კვლავ ითხოვდა, რომ გამგისა და მისი თანაშემწისთვის მაღაზიის ნავაჭრიდან პროცენტი მიეცათ. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა, ან საკითხის გასარკვევად სპეციალისტები მოეწვიათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22852; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .