საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23425

ფაქტი 23425

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ სომეხ მსახიობ პავლე არტემას ძე ქალანთაროვს (არაქსიანს) უსრულდებოდა სცენაზე მოღვაწეობის 25 წელი და იუბილეს მომწყობ კომისიას განზრახული ჰქონდა აღენიშნა ეს თარიღი 1913 წლის 2 იანვარს სახაზინო თეატრში, გამგეობას კი სთხოვდნენ ზნეობრივ დახმარებას. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23425; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .