საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23478

ფაქტი 23478

1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ, ავჭალის ბიბლიოთეკის გამგის განცხადებით, სექტემბერში უსახსრობის გამო ბიბლიოთეკა დროებით დაკეტეს, ახლა კი გახსნას ვერ ახერხებენ და გამგეობას წიგნების გატანას სთხოვენ. გამგეობამ დაადგინა: ბიბლიოთეკიდან წიგნები გამოეტანათ და დაკეტილად გამოეცხადებინათ. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23478; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .