საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23496

ფაქტი 23496

1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუბში გაუხსნიათ აკაკის სახელობის უფასო წიგნსაცავი და სამკითხველო, სადაც შეგროვებული ჰქონიათ 600 მანეთის აუკინძავი წიგნები და გამგეობას სთხოვენ დახმარებას წიგნების აკინძვაში. გამგეობამ უსახსრობის გამო მათი თხოვნა ვერ დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23496; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .