საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23894

ფაქტი 23894

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ კავკავის ქართული სკოლის 1893-1894 წლების ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლაში მეორე წელია ეწყობოდა ბიბლიოთეკა (ქართულ-რუსული წიგნებით), რომლითაც არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა სკოლების მოსწავლეებიც სარგებლობდნენ. ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანაც შესაძლებელი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23894; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .