საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24368

ფაქტი 24368

1912 წლის ივნის-ივლისში შეიქმნა ილიას ძეგლის რესტავრაციის პროექტის შემდგენელთა ქვეკომისია, რომლის წევრები იყვნენ: პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ივანე ჯავახიშვილი, არქიტექტორი ანატოლი კალიგინი, მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი და არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი. ქვეკომისიის მიზანი იყო მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გადასაკეთებლად სრული პროექტის შედგენა ავტორ იაკობ ნიკოლაძესა და მშენებელ პეტრე მამრაძესთან ერთად. ამ საკითხს არაერთი სხდომა მიეძღვნა, რომელთა თავმჯდომარე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მდივანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24368; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .