საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24615

ფაქტი 24615

საგაზეთო ინტერვიუში ჰაიდარ ბამატი პოლიტიკურ სიბეცეს უწოდებს იმ გულგრილობას, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი იჩენენ ჩრდილო კავკასიაში განვითარებული პროცესების მიმართ. მისი აზრით, ამიერკავკასიის სახელმწიფოებმა დროზე უნდა დააღწიონ თავი ილუზიას, თითქოს მათ არ შეეხებათ ჩრდილოური რეაქცია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24615; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .