საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25498

ფაქტი 25498

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ტარას მომცემლიძისთვის ფოტოგრაფიის განყოფილების გადაცემის დროს აღმოჩნდა, რომ აკლდა ნივთები. ცხელი პრესი, 2 საკოპირებელი კარადა და სარეტუშორო დაზგა ალექსანდრე როინაშვილს წაღებული ჰქონდა სიღნაღში, ხოლო რვაარშინიანი ქეჩა, ქაღალდის ბიუსტი, წულის ფარდა, 2 მუყაოს რელიეფი, ყვითელხავერდგადაკრული მრგვალი მაგიდა, სარეტუშორო დაზგა, 4 გამადიდებელი შუშა და სავარძელი დაკარგული იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25498; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .