საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28819

ფაქტი 28819

1922 წლის აგვისტოში სახელმწიფო გამომცემლობის გამგე ზუმბაძემ გაზეთ „На рубеже востока“-ის რედაქციას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში აღარ ისწავლებოდა. ეს ცნობა გაზეთის N51-ში დაიბეჭდა. იმავე გაზეთის N53-ში კი გამოქვეყნდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სტატია, რომელიც ზუმბაძის ცნობას უარყოფდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28819; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .