საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28963

ფაქტი 28963

1906 წელს სასტუმრო „ვეტცელის“ თანამშრომლებმა „ცნობის ფურცლის“ რედაქციას შესწირეს 8 მანეთი მარიამ ბასილაშვილისთვის, რომელმაც საეპარქიო სასწავლებელში შვილისათვის სწავლის ფულის გადახდა ვერ შეძლო. გაზეთი ბეჭდავს შემომწირველთა გვარებს: გერასიმე მელაძე, ანდრო საჯაია, ერმალო კობეშავიძე, კოლა მელაძე, თომა ტყებუჩავა, ნიკოლაი ადუაშვილი, ვანო პეტრიაშვილი, კ. ალექსანდროვა, ყათნარ გვიტის ძე თოფურია, სერგეი აუშევი, ლეონტი ლარიონოვი, ემილია მაოვსკი, გაბრიელ გეგეშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28963; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .