საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29268

ფაქტი 29268

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქართველოს მსახიობთა საბჭომ გამგეობას ალექსანდრა კარგარეთელისთვის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალული მეუღლის, ნიკოლოზ ქართველიშვილის საფლავის გვერდით დარჩენილი ადგილის მიცემა სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, რომ შეუძლებელი იყო ცოცხალი ადამიანისთვის პანთეონში დასამარხი ადგილი მიეცათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29268; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .