საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29460

ფაქტი 29460

1922 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სკოლის ასაშენებელი ფულის შესაგროვებლად ქობულეთის მოსახლეობის მიერ არჩეულმა კომისიამ, რომლის წევრები იყვნენ ს. ირემაშვილი და არ. აბაშიძე, გამგეობას დახმარება სთხოვა. გამგეობამ უსახსრობის გამო ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა, მაგრამ დაჰპირდა, რომ თუ სკოლა აშენდებოდა, სახელმძღვანელოებს უფასოდ გაუგზავნიდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29460; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .