საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2969

ფაქტი 2969

1919 წლის 25 ივლისს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე გამსახურდია განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორ ვუკოლ ბერიძეს სწერს ვასო სადათერაშვილის შესახებ, რომ ის არის ქართველი კათოლიკე, ობოლი, იზრდებოდა სტამბულში. 1917 წელს სხვა ობოლ ქართველ ბავშვებთან ერთად განმათავისუფლებელმა კომიტეტმა ჩაიყვანა ბავარიის მონასტერში, სადაც მათ დახმარება გაუწიეს. 1919 წელს უსახსრობის გამო მონასტერმა ის საელჩოს ჩააბარა. გამსახურდია შუამდგომლობს მას საქართველოს განათლების სამინისტროსთან, რადგან მან იცის ოთხი ენა და ძალიან განათლებულია, გამონახონ სახსრები, რომ გერმანიაში განაგრძოს სწავლა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2969; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .