საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31171

ფაქტი 31171

1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ, ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ელი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ლეგენდა ოჟესკოსი“, „ქალი და მისი დანიშნულება“, „ლაზარილიო“, „საბავშვო ზღაპრები“, „თავისუფალი აღზრდის თეორია“, „გიო“, „მღვდელი და დიაკვანი“, „ცხოვრება იესოსი“, „პატარა წიგნი თანამედროვე საქართველოზე“, „ტყის ზღაპარი“, „გადამდები სნეულებანი და მასთან ბრძოლა“ და „ლალიონის მოთხრობები“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31171; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .