საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32657

ფაქტი 32657

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სანდო პირთაგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა დავალება მიიღო ზოგიერთმა მასწავლებელმა სასწავლებელთა ინსპექტორ ლიხაჩოვისგან: 1) ქართული ენა ესწავლებინათ მხოლოდ 3 თვის განმავლობაში და როცა ბავშვები ასოებს შეისწავლიდნენ შეეწყვიტათ ენის სწავლება; 2) მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოდნაა მწირე იყო, ლიხაჩოვს საჭიროდ არც ამისი სწავლება მიაჩნდა და არც შემოწმების დროს გამოკითხავდა ბავშვებს ქართულს; 3) სასწავლებელში მხოლოდ რუსული ენა უნდა ესწავლებინათ და ქართულად სახარების კითხვაც აუკრძალა მასწავლებლებს.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1877 | 2 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32657; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .