საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32688

ფაქტი 32688

1877 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკასიის“ 46-ე ნომერში დაიბეჭდა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სასწავლებლის ინსპექტორ ლიხაჩოვის განცხადება, რომ მას ქართული ენის სწავლებისთვის არავითარი დაბრკოლება არ შეუქმნია, პირიქით, იანვარში სასწავლებლებისთვის ქართული სახარება და „დედა ენა“ გაუგზავნია, თუმცა საპირისპიროს აცხადებს სახალხო სასწავლებელთან დაახლოებული პირი, რომ სასწავლებელში სტუმრობის დროს ლიხაჩოვმა მასწავლებლებს განუცხადა: „დაანებეთ თავი თქვენს ენას, ჯანდაბას, დაიკარგოსო“, რაც შეეხება „დედა ენისა“ და სახარების გაგზავნას, მართალი იყო, თუმცა სასწავლებელში სადაც ორასამდე ქართველი ბავშვი სწავლობდა ათიოდე ეგზემპლარის გაგზავნა რა შედეგს გამოღებდა.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1877 | 17 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32688; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .