საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32695

ფაქტი 32695

1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილი სტატია, რომლის ავტორი „კახის სასწავლებლის“ ხელმძღვანელი როსტომაშვილი იყო. მისი თქმით, ეს სასწავლებელი 8 წელია ფუნქციონირებდა, ამ ხნის განმავლობაში მათ წელიწადში 80-მდე ბავშვი უნდა აღეზარდათ, თუმცა სულ თხუთმეტიოდე ბავშვის აღზრდა მოახერხეს, ისიც არასაფუძვლიანად. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულება ყოველმხრივ გამართული იყო ბავშვები ვერ ახერხებდნენ მიეღოთ საჭირო ცოდნა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართული ენის სწავლების გაუქმება გახლდათ.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1877 | 17 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32695; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .