საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35026

ფაქტი 35026

1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია, რომ 15 სექტემბერს საგარეჯოში ჩავიდა გუბერნიის ექიმი, რომელმაც ადგილობრივ მამასახლისებს მისცა თავისი ხელით დაწერილი დარიგება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ საქონლის ჭირი არ გავრცელებულიყო. სამწუხაროდ, არცერთ მამასახლისს არ გაუთვალისწინებია ეს დარიგება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35026; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .