საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35146

ფაქტი 35146

1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 1831 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში, განსვენებული გენერალ-მაიორის, ახვერდოვის სახლში, მისი შვილები მართავდნენ ლატარეას. ბილეთების მსურველთ უნდა მიემართათ თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლ ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანისთვის. ბილეთის ფასი იყო ათი რუბლი ასიგნაციებით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35146; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .