საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35211

ფაქტი 35211

1830 წლის პირველი ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. მასში ნათქვამია, რომ ექსტრა ფოსტის შეფერხებებით მუშაობისა და „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ გამოსვლის თარიღებს შორის დიდი შუალედების გამო გამომცემლებს გადაუწყვეტიათ, გამოეცათ დამატება, რომელშიც დაიბეჭდებოდა ბრძანებები, განკარგულებები და ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35211; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .