საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35459

ფაქტი 35459

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა ი. შოპენისა და პროფესორ პაროტის პოლემიკის შესახებ ამ უკანასკნელის არარატის მთაზე ასვლასთან დაკავშირებით. სანკოვსკი ურჩევდა შოპენს, განათლებულ ადამიანსა და დიდი სარგებლის მომტან ჩინოვნიკს, ნაკლები ნდობით მოკიდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მსჯელობას იმ საგნებზე, რომელთა შესახებ მათ არ გააჩნდათ საფუძვლიანი ცოდნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35459; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .