საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35481

ფაქტი 35481

1831 წლის 6 იანვარს, ნათლისღებაზე, საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა იონამ სიონის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის სანაპიროზე შეასრულა წყლის კურთხევის სადღესასწაულო წესი. მტკვრის „იორდანედ ქცევის“ ასეთივე რიტუალი შესრულებულა მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის სომხური ეკლესიის, ვანქის გასწვრივ, თუმც წესი შეუსრულებია არა სომეხ მთავარეპისკოპოს იოანეს, რომელიც შეუძლოდ ყოფილა, არამედ – ასტრახანის მთავარეპისკოპოს სერაფიმეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35481; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .