საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36075

ფაქტი 36075

1864 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა შესწორებები შეიტანა პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის დაკავშირებას. უნდა აეშენებინათ „რკინის გზა“, რომლის სავარაუდო ფასიც დაახლოებით 50 მილიონს შეადგენდა. მიხეილ რომანოვი მიიჩნევდა, რომ აქამდე გამოანგარიშებული ფასი უნდა შემცირებულიყო. გარდა ამისა, მისი აზრით, გზა თავიდან ფოთიდან თბილისამდე უნდა გაეყვანათ. „რკინის გზის“ პროექტში რომანოვის შეტანილი ცვლილებები 1864 წლის აგვისტოში დამტკიცდა.

წელი:
1864
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
დროება, 1866 | 25 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36075; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .