საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36108

ფაქტი 36108

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც იღებდა მონაწილეობას. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონიდან გასატან ნივთებს აგროვებდა. კომიტეტს ჰყავდა კორესპოდენტები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებზე ჰქონდათ პასუხისმგებლობა აღებული. კორესპოდენტები კომიტეტის ხარჯით თბილისში აგზავნიდნენ ნივთებს და მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვებაში ეხმარებოდნენ. თბილისში კორესპოდენტი იყო თეოდორე ზალცმანი.

წელი:
1866
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
თანამდებობა
წყარო:
დროება, 1866 | 1 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36108; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .