საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36547

ფაქტი 36547

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, როდესაც განათლების კომისრის დადგენილება გამოიცა, რომ ყველა კულტურული დაწესებულება მის განკარგულებაში იქნებოდა, მთავრგამგეობამ კომისარიატს ჰკითხა თუ რას ნიშნავდა მათი ეს განცხადება, რაზეც უპასუხეს, რომ საზოგადოებას თავისი საქმიანობა კომისარიატთან შეთანხმებით უნდა გაეგრძელებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36547; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .