საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36600

ფაქტი 36600

1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მეორე კომიტეტის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ფუღინოვი, გაბრიელ შადინოვი და ნიკოლოზ მირიმანოვი. მათ უნდა შეეგროვებინათ პირადი აზნაურებისა და საპატიო მოქალაქეების სიები, რომლებსაც ქალაქში ან უძრავი ქონება ჰქონდათ, ან ვაჭრობდნენ, ან ხელოსნობდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36600; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .