საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 37379

ფაქტი 37379

1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მეოთხე კომიტეტის წევრები იყვნენ: ივანე ალიბეგოვი, ივანე სტრახოვი და ივანე ტერნიკოღოსოვი. მათ უნდა შეედგინათ მკვიდრი მაცხოვრებლების სიები, რომლებსაც ქალაქში უძრავი საკუთრება არ აქვთ, მაგრამ ვაჭრობენ, ხელოსნობენ და რომელიმე საქალაქოს აძლევენ ხარჯს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 37379; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .